ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს“ - ჯეიკ სალივანი

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, X-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველ პარლამენტარებს ევროინტეგრაციასა და რუსულ კანონს შორის, კრიტიკული არჩევანის გაკეთება მოუწევთ.
„ღრმად ვართ შეშფოთებული ქართული დემოკრატიის უკუსვლით. ქართველი პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან - მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მხარი დაუჭირონ კრემლის სტილის „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.
„ქართული ოცნების“ რიტორიკა, ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან იზოლაციას ემსახურება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს,“ - წერსსალივანი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.