ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინიესტა დიდი ალბათობით, მალე სამწვრთნელო საქმიანობას დაიწყებს

არაბული Al Qahera-ს ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ უახლოეს მომავალში ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყოს.
39 წლის ვეტერანი ამჟამად გაერთიანებულ საემიროებში თამაშობს და Emirates Club-ის წევრია, რომელიც ღრმა აუტსაიდერია.
ინიესტას კლუბი ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გასავარდნ ზონაშია და გადამრჩენ ადგილს 8 ქულა აშორებს, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, თუ "ბარსელონას" ლეგენდის გუნდი გავარდება, ის ბუცებს ლურსმანზე ჩამოჰკიდებს და სამწვრთნელო საქმიანობას დაიწყებს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად აპირებს ინიესტა მუშაობის დაწყებას, მაგრამ ადრეც
არაერთხელ განაცხადა, რომ თავის თავს მწვრთნელად ხედავს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.