ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
კუნძულ ფლორესის სამაშველო სააგენტოს ცნობით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, საპორტო ქალაქ მაუმერში, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.
კატასტროფების მართვის სააგენტოს განცხადებით, ნაგეკეოს რეგიონიდან 2000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
შეგახსენებთ, ინდონეზიაში, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციის (აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარა) ფლორესის რეგიონში მოხდა. მიწისძვრის შედეგად კუნძულ ფლორესზე სამთავრობო და საცხოვრებელი შენობები, სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები დაზიანდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.