არქივი4 დეკემბერი, 2023, 08:51
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას, სულ მცირე, 11 მოლაშქრე ემსხვერპლა
ინდონეზიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანის, მარაპის კრატერთან 11 ადამიანის გვამი იპოვეს, 12 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ვულკანის ამოფრქვევის დროს მთაზე სულ 75 მოლაშქრე იმყოფებოდა, მაშველებმა მათი დიდი ნაწილის უსაფრთხოდ ევაკუაცია შეძლეს.
მარაპის მთა ინდონეზიის 127 აქტიური ვულკანიდან ერთ-ერთია, კვირას ცეცხლი ამოფრქვევის შედეგად, ვულკანური ფერფლი 3 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ საფრთხის მეორე დონე გამოაცხადა და მოსახლეობას კრატერთან 3 კილომეტრზე ახლოს მისვლა აუკრძალა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.