ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს

ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს.
28 მაისს, რადიო თავისუფლება, ინდურ მედიაზე დაყრდნობით წერდა, რომ გაუჩინარებამდე სტუდენტს ბინის მეპატრონესთან ჰქონდა დაპირისპირება.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცნობისთვის, 27 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაწერა, რომ სტუდენტის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება სასწავლებელში 15 მაისს შევიდა, მათივე ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო აქტიური საგამოძიებო სამუშაოები.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.