არქივი3 ივნისი, 2024, 13:22
ინდოეთში ძლიერ სიცხეს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ძლიერ სიცხეს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა 1-ელ ივნისს დაფიქსირდა, როდესაც ინდოეთში საყოველთაო არჩევნების ბოლო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.
დაღუპულებს შორის არიან პოლიციელები, საარჩევნო უბნის ოფიციალური პირები, დაცვის თანამშრომლები და სანიტარული პერსონალი.
გარდაცვალების შემთხვევები, რომელიც, სავარაუდოდ სიცხეს უკავშირდება, ასევე დაფიქსირდა ბიჰარის, მადჰია პრადეშისა და ჯარხანდის შტატებში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.