ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინდოეთში საღებავების ქარხანაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის დედაქალაქში, ნიუ დელიში მდებარე საღებავების ქარხანაში აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, მათ შესაბამისი შეტყობინება 17:25 საათზე მიიღეს და ცეცხლის ლიკვიდირება 4-საათიანი მუშაობის შემდეგ შეძლეს.
"მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც შენობა დაინგრა, მუშები ამ დრომდე ნანგრევების ქვეშ არიან. ხანძარი სწრაფად გავრცელდა მიმდებარე შენობებსა და მაღაზიებზე". - უთხრა სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა, ატულ გარგმა ჟურნალისტებს.
აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.