„ინდოეთში მუშაობს მოხალისედ, მანდამდე იაპონიაში სწავლობდა…“ – რას წერს შვილის შესახებ, რომელიც დღეს 20 წლის გახდა

“უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელსაც ნათლობაზე წარმოადგენდა ქვეყნის მეორე პირი, პოლონეთის სეიმის თავმჯდომარე და ნინო ანანიაშვილი პატრიარქთან ერთად ნათლავენ ნიკუშას.

დღეს ნიკუშა 20 წლის ხდება. ის ინდოეთში მუშაობს მოხალისედ, სოფელში. როგორც სანდრასთვის და ჩემთვის, ნიკუშასთვისაც სხვების დახმარება არის მთავარი მოწოდება. ამავე დროს, სწავლობს ჰინდის.

მანდამდე იაპონიაში სწავლობდა თითქმის მთელი წელი იაპონურს, პარალელურად, თბილისში მოასწრო ვოლტის კურიერად მუშაობა. ძალიან ინტერესდება წმინდანების ცხოვრებით.

მომავალ წელს კი ემზადება ამერიკულ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად (ინგლისურად, ქართულად და ჰოლანდიურად, როგორც მშობლიურზე, ისე საუბრობს). ბევრ რაღაცაში მასში ვხედავ ჩემთან მსგავსებას და ბევრი რამით აშკარად მჯობს. მტკიცე ხასიათი აქვს, რამაც გააძლებინა თინეიჯერობის დროს. 15 წლის იყო, როცა ტყვეობაში აღმოვჩნდი და რაღაცნაირად გადაიტანა ეს უძლიერესი სტრესი. იმის გათვალისწინებით, რომ მე მასთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა.

გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საყვარელო ნიკუშიკო”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, შვილის, ნიკოლოზ სააკაშვილის შესახებ და მისი ნათლობის ფოტოს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…