ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინდოეთში, დიდი ალბათობით, ოქროს იმპორტი გაიზრდება

მიმდინარე წლის ივლისში, ინდოეთში 3.13 მლრდ დოლარის ოქროს იმპორტი განხორციელდა, - ასეთია ოფიციალური მონაცემები, რომელსაც ქვეყნის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო აქვეყნებს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ იმპორტი წლიურად 11%-ითაა შემცირებული, თუმცა თვიურად, ანუ წინა თვესთან შედარებით, ქვეყანამ ოქროს შესყიდვა 2%-ით გაზარდა.
მთლიანობაში, 7 თვეში ინდოეთმა, რომელიც მსოფლიოში ოქროს ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია, 22.23 მლრდ დოლარის ოქროს იმპორტი შეიძინა. ზრდა წლიურად 12 %-ია.
გლობალური ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდიბენ, რომ ინდოეთში ოქროზე მოთხოვნა როგორც მოკლვადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად გაიზრდება. მიზეზი საბაჟო გადასახადის მკვეთრი შემცირებაა. ინდოეთში პირველად ბოლო 11 წლის განმავლობაში ოქროზე ტარიფი 15%-დან 6%-მდე შემცირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.