ინდოეთი არაბეთის ზღვაში მართვადი რაკეტების გამანადგურებელ ხომალდებს განათავსებს
ინდოეთი არაბეთის ზღვაში გამანადგურებელ ხომალდებს განათავსებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის საზღვაო ძალები ავრცელებს.
„არაბეთის ზღვაში განხორციელებული თავდასხმების ბოლო ტალღის გათვალისწინებით, ინდოეთის საზღვაო ძალებმა მართვადი რაკეტების გამანადგურებლები სხვადასხვა ზონებში განალაგეს“, - ნათქვამია ინდოეთის საზღვაო ფლოტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, ინდოეთის სანაპიროებთან ახლოს ისრაელთან კავშირში მყოფ გემს დრონით დაესხნენ თავს.
აშშ-მა განაცხადა, რომ განხორციელებული თავდასხმის უკან ირანი იდგა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.