არქივი7 მაისი, 2025, 10:06
ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - ოპერაცია „სინდური“ არის პასუხი ჩვენი უდანაშაულო ძმების სასტიკ მკვლელობაზე

ვამაყობ ჩვენი შეიარაღებული ძალებით, ოპერაცია „სინდური“ არის პასუხი პაჰალგამში ჩვენი უდანაშაულო ძმების სასტიკ მკვლელობაზე, - ამის შესახებ ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ამიტ შაჰი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ინდოეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგული რჩება.
„[ნარენდრა] მოდის მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სათანადო პასუხი გასცეს ინდოეთსა და მის მოსახლეობაზე ნებისმიერ თავდასხმას. ბჰარატი ტერორიზმის ფესვებიდან აღმოფხვრის მიმართ მტკიცე ერთგული რჩება“, - წერს ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.