ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინდოეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, პაკისტანმა სარაკეტო დარტყმები სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელა

ინდოეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, პაკისტანმა სარაკეტო დარტყმები სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელა

პაკისტანმა სარაკეტო დარტყმები სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელა, - ამის შესახებ ინდოეთის შეიარაღებული ძალები აცხადებს.
ინდოეთის საავიაციო ფრთის მეთაურმა, ვიომიკა სინგმა განაცხადა, რომ პაკისტანის სარაკეტო იერიშების სამიზნე სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე, ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში მდებარე სამედიცინო და საგანმანათლებლო ობიექტები იყო.
მისი თქმით, პაკისტანის მიერ დღეს განხორციელებულ შეტევებს ინდოეთმა „ეფექტურად უპასუხა და პაკისტანის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
„პაკისტანელი ჯარისკაცები საზღვრის გასწვრივ გადაადგილდებიან, რაც შემდგომი ესკალაციის მიზნით თავდასხმითი მოქმედებების განზრახვაზე მიუთითებს“, - აღნიშნა ინდოეთის საავიაციო ფრთის მეთაურმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.