ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინდოეთის საყოველთაო არჩევნებში ნარენდრა მოდის „ინდოეთის სახალხო პარტია“ ლიდერობს

ინდოეთის საყოველთაო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის „ინდოეთის სახალხო პარტია“ ლიდერობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ინდოეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის ხმების 50%-ია დათვლილი და პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის „ინდოეთის სახალხო პარტია“ 38,68%-ით პირველ ადგილს იკავებს.
ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებში „ინდოეთის სახალხო პარტია“ და მისი კოალიცია სულ მცირე 290 მანდატით ლიდერობს.
ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად 272 მანდატზე მეტია საჭირო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.