ინდოეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი – ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით ჩვენს პრიორიტეტს ინდოელი მომხმარებლების ინტერესების დაცვა წარმოადგენს

ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით ჩვენს პრიორიტეტს ინდოელი მომხმარებლების ინტერესების დაცვა წარმოადგენს, – ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რანდჰირ ჯაისვალმა განაცხადა.
„სტაბილური ფასების უზრუნველყოფა და მომარაგების უსაფრთხოება ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ორი მთავარი მიზანია. ეს ბაზრის პირობების შესაბამისად დივერსიფიკაციას გულისხმობს“, – განაცხადა ჯაისვალმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ენერგორესურსების იმპორტი -დან განხორციელდეს, ჯაისვალმა უპასუხა, რომ „ინდოეთი ენერგომომარაგების წყაროების გაფართოებას უკვე მრავალი წელია ცდილობს“.
„ეს პროცესი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობს. ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი გამოხატა. ამის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – აღნიშნა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დაარწმუნა, რომ რუსულ ნავთობს აღარ შეიძენს“.
„არ მახარებდა, რომ ინდოეთი [რუსულ] ნავთობს ყიდულობდა და მან [ნარენდრა მოდიმ] დღეს დამარწმუნა, რომ რუსეთისგან ნავთობს არ იყიდიან. ეს დიდი მუხრუჭია. ახლა ჩინეთი უნდა ვაიძულოთ, იგივე გააკეთოს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა