ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, – ამის შესახებ განცხადებას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„პაკისტანის სამხედრო ოპერაციების გენერალურმა დირექტორმა დღეს, 15:35 საათზე, ინდოეთის სამხედრო ოპერაციების გენერალურ დირექტორს დაურეკა. შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარე შეწყვეტდა ყველა სახის საბრძოლო მოქმედებას ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე დღეს, ინდოეთის სტანდარტული დროით 17:00 საათიდან (თბილისის დროით 15:30 საათი)“, – განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ვიკრამ მისრიმ.
ამასთან, -ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ცნობით, პაკისტანისა და ინდოეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებში -ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან ერთად იყო ჩართული.
„მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხვადასხვა საკითხების შესახებ მოლაპარაკებებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაიწყებენ“, – დაწერა მარკო რუბიომ X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: 201 000 ლარის 3 მანქანას, 152 700 ლარის 6 მოტოს, 10 000 ლარის წყლის ტრანსპორტს ფლობს სამეგრელოს მილიონერი დელეგატი, ილია ინჯია. ანდრია ზუგდიდიდან კი, ნათხოვარ ეტლში ჯდომისგან უკვე დიდი ხანია იტანჯება