ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

"ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გამოცემა ინდიგოს ჟურნალისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს და მის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ზვიად ცეკვავა 17 აპრილს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.
დღეს, ჟურნალისტ საბა სორდიას სასამართლო სხდომაზე გამოიკითხნენ პოლიციელები, რომლებმაც ის 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სასამართლო სხდომაზე ჟურნალისტის დამკავებელმა ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ სორდიამ პოლიციელებს "სახე რაღაცნაირად მოარიდა" და "ამის გამო მივიდნენ მასთან".
„სამი თანამშრომელი ვიყავით. იმ ტერიტორიაზე, სადაც ვიმყოფებოდით, საკმაოდ ხშირი ფაქტია, რომ ახალგაზრდა პიროვნებები მოძრაობენ ხშირად, რომ აღმოაჩნდებათ ხოლმე ნარკოტიკული საშუალება ან ცივი იარაღითაც გადაადგილდებიან- ხოლმე.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.