არქივი4 ოქტომბერი, 2025, 20:52
ინგოროყვას ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა - აქციის მონაწილეები კი თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის მიმდებარედ ინაცვლებენ

ინგოროყვას ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გამოიყვანეს.
წყლის ჭავლის მანქანა სპეციალური დანიშნულების რაზმის უკან არის განთავსებული.
ადგილზე საპოლიციო ძალები მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა და ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს პარლამენტის შენობისკენ გადანაცვლებისკენ მოუწოდეს.
ამ დროისთვის მოქალაქეებმა დატოვეს თავისუფლების მოედანი და პარლამენტისკენ მიემართებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.