ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინგა ჩახვაშვილი: 15 წუთის გამო ჩამოიყვანეს მზია ამაღლობელი კიდევ ერთხელ ბათუმში, რომ განაჩენი, რომელიც გუშინწინაც, იმის წინაც და საერთოდაც "სისხლით დაგიჭერ" სიტყვებამდე იყო დაწერილი, გაეხმოვანებინა უსამართლო მოსამართლე სახელაშვილს

ინგა ჩახვაშვილი: 15 წუთის გამო ჩამოიყვანეს მზია ამაღლობელი კიდევ ერთხელ ბათუმში, რომ განაჩენი, რომელიც გუშინწინაც, იმის წინაც და საერთოდაც "სისხლით დაგიჭერ" სიტყვებამდე იყო დაწერილი, გაეხმოვანებინა უსამართლო მოსამართლე სახელაშვილს
ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი:
სულ რაღაც 15 წუთის გამო ჩამოიყვანეს მზია ამაღლობელი კიდევ ერთხელ ბათუმში, რომ განაჩენი, რომელიც გუშინწინაც, იმის წინაც და საერთოდაც "სისხლით დაგიჭერ" სიტყვებამდე იყო დაწერილი, გაეხმოვანებინა უსამართლო მოსამართლე სახელაშვილს.
სასამართლოს წინ შეკრებილთათვის ფოტოების გადაღებაც ვერ მოვასწარი. თუმცა აი, ასე შევეცადე საერთო სურათის შექმნა განაჩენის გამოცხადებამდე და მერე... ის ქარდი, სადაც მოსამართლე სახელაშვილის "რჩევაა" მზია ამაღლობელისადმი "შეწყალებისთვის პრეზიდენტს მიმართოს" შეგნებულად არ ჩამოვტვირთე.
ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს - ჯერ ერთი საქალაქო სასამართლო ბოლო ინსტანცია არ არის (თუნდაც უსამართლო), სახელაშვილის კომპეტენცია არ არის უფასო რჩევების დარიგება, წინ აპელაციაა და ბრძოლა გრძელდება და რომელ პრეზიდენტს უნდა მიმართოს," პრეზიდენტადაც" დუბლების სკამზე რომ ზის?!
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.