ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინგა გურგენიძე ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილე ევროპელ სპორტსმენებს შორის საუკეთესო აღმოჩნდა

სამხრეთ კორეაში ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, იუნიორ გოგონებს შორის, მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა. 15 ქვეყნის 17 სპორტსმენს შორის საქართველოს ნაკრების წევრმა ინგა გურგენიძემ 173,41 ქულით მე- 5 ადგილი დაიკავა და პოზიციები მხოლოდ იაპონელ და კორეელ სპორტსმენებს დაუთმო. ამასთან, ჩვენი მოციგურავე ოლიმპიადაში მონაწილე ევროპელ სპორტსმენებს შორის საუკეთესო აღმოჩნდა.
ინგა გურგენიძის საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა, ოლიმპიადაზე მისი სადებიუტო გამოსვლის ფარგლებში, ნამდვილად კარგი მაჩვენებელია.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.