ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“იმ წამს მინდოდა სასტუმროდან გამოზიდული შოკოლადების გამო დასაკითხად გავეყვანე ვინმეს” – რას წერს ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სპორტსმენ გენო პეტრიაშვილზე წერს: “დღეს ის ასპარეზობს! ღმერთო, მიეცი ძალა და იღბალი!” და იხსენებს 2022 წლის ისტორიას:
გამთენიისას ვარსკვლავური რეისით შემოვედი თბილისში. ვის არ აღმოაჩენდით თანამგზავრთა შორის … ელიტარული ინტელექტუალების, სახელგანთქმული სუპერმოდელების, ბერლინელი პროფესორებისა და დედაქალაქის მერის გარემოცვაში მომიწია საქართველოს საზღვრის გადმოლახვა. განსაკუთრებით გამაღიზიანა არასამთავრობო სექტორის ერთმა, თითქმის დავიწყებას მიცემულმა წარმომადგენელმა, რომელიც სკამში ვერ ეტეოდა და ბორტგამცილებელს ორსულებისთვის განკუთვნილ ზონარს თხოვდა ქამრის შემოსაჭდობად. შეიძლება მე მომეჩვენა, მაგრამ ყავარზე გადებული უამრავი კუდი წარმომიდგა თვალწინ.
ამ დროს სკამებს შორის შემოაბიჯა დიდმა კაცმა, სახეზე უდიდესი მოკრძალება, თავმდაბლობა, რიდი ჰქონდა აღბეჭდილი. მშვიდად, წყნარად ელოდებოდა ადგილის დაკავებას, შეძლებისდაგვარად ხელს უმართავდა ყველა მგზავრს, ცდილობდა, რომ არავის შეემჩნია და არავინ შეეწუხებინა. შემდეგ მოულოდნელად თავის მეგობარს გადააწყდა, რომელიც, რაც ხელში მოხვდა, იმ საჩუქრებით გულუხვად დააჯილდოვა. მალევე მივხვდი, რომ ლეგენდარული გენო პეტრიაშვილი იყო – ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპული თამაშების პრიზიორი, ოლიმპიური ბრინჯაოსა და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი … ჰოდა, გავბედე, შევაწუხე, ხელი ჩამოვართვი, ვუთხარი, რომ ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს ის, ვამაყობთ მისით… და აქ უკვე ჩემმა ჭარტალმა დამღუპა. მოვუყევი, როგორ ვიდექით ქუჩაში მე, ავტობუსის კონტროლიორი, “ჟუაჩკების”, მზესუმზირისა და “ვეჩერნი ტიფლისის” გამყიდველი, ბებიაჩემის კურსელი, უფლისწული და მათხოვარი პეკინისა და პავლოვის კუთხეში და როგორ ვუყურებდით ჩემს დანჯღრეულ ტელეფონში დენ სტივენსონთან მის ჭიდაობას … ერთი მოკლე წინადადებით დამადუმა: ” და ქუჩაში შეგარცხვინეთ …”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.