არქივი27 იანვარი, 2025, 19:52
„იმ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ღირებულებებს ფეხქვეშ თელავენ, ევროკავშირში გამარტივებული შესვლით არ უნდა ისარგებლონ” – EU-ის წარმომადგენლობა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ქართველი დიპლომატებისთვის და ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„დღეს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირს და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერების თაობაზე. იმ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ამ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავენ, ევროკავშირში გამარტივებული შესვლით არ უნდა ისარგებლონ”, – წერია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.