ლევან ბერძენიშვილი: …მოკლედ, ვერავინ არჩევნებში მონაწილეობა ვერ უნდა მიიღოს და მარტო თვითონ უნდა იყვნენ

თუ ამ კანონპროექტს გაიტანენ, ჩათვალეთ, რომ საქართველოში არჩევნები აღარ ჩატარდება, – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიციირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აღმოჩნდება, რომ იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც უცხოური დაფინანსების 20 პროცენტზე მეტი აქვთ, პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი და მთელი არასამთავრობო სექტორი აღმოჩნდება.
“თუ ამ კანონპროექტს გაიტანენ, ჩათვალეთ, რომ საქართველოში არჩევნები აღარ ჩატარდება, იმიტომ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც თურმე 20 პროცენტით ფინანსდებიან, მათ რიგებში აღმოჩნდება ნახევარი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მთელი “ენჯეო” სექტორი და სხვა. მოკლედ, ვერავინ არჩევნებში მონაწილეობა ვერ უნდა მიიღოს და მარტო თვითონ უნდა იყვნენ,” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ