არქივი24 თებერვალი, 2024, 14:29
იმიჯნება რესპუბლიკური საავადმყოფოს მიწის ნაკვეთი, რომ კერძო სექტორი ახალი საავადმყოფოს მშენებლობაში შეგვეხიდოს - ირაკლი კობახიძე
იმიჯნება რესპუბლიკური საავადმყოფოს მიწის ნაკვეთი, რომ კერძო სექტორი საავადმყოფოს მშენებლობაში შეგვეხიდოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
დღეს, გადაწყდა რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ მოხდება, ვიდრე ახალი არ აშენდება. პრემიერმა განმარტა, რომ უახლოესი 3 წლის განმავლობაში საავადმყოფო ფუნქციონირებას არსებულ შენობაში გააგრძელებს. 3 წლის თავზე კი ახალი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები დასრულდება და საავადმყოფო მხოლოდ ამის შემდეგ გადავა ახალ შენობაში.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.