იმის შემდეგ, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ხელისუფლებას მთავარ პრობლემად ნაძვის ხის დადგმა და თავისი სიტყვის გატანა მიაჩნია – ფინანსური ლაბორატორია

ფინანსური ლაბორატორიის მმართველი პარტნიორის, შალვა ახრახაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა რუსთაველზე ნაძვის ხის დადგმა და საკუთარი სიტყვის გატანაა. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ისაუბრა.
მისივე ცნობით, ახლა მთავარია იმაზე მსჯელობა, თუ როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე. ახრახაძე დასძენს, რომ დღევანდელ მოცემულობაში ჯერჯერობით არანაირი უკან დახევის ნიშანი ხელისუფლების არ არსებობს.
„უფრო მეტი უნდა ვიმსჯელოთ, როგორ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. მთავარი საფიქრალი, ვფიქრობ, ის გვაქვს, თუ რა სტრატეგიით უნდა შევძლოთ ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც ფაქტია, რომ ჯერჯერობით ხელისუფლების უკან დახევის არანაირი ნიშანი არ არსებობს. არათუ არ არსებობს, კიდევ და კიდევ უფრო იზრდება ესკალაცია. გუშინდელი და წინა კადრების შემდეგ, იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც ჩვენ გარშემო ხდება, ხელისუფლებას მთავარ პრობლემად ნაძვის ხის დადგმა და თავისი სიტყვის გატანა მიაჩნია. ამიტომ, სამწუხაროა, რომ ხელისუფლების მხრიდან დეესკალაციის არანაირი ნიშანი არ ჩანს.
ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ადამიანებს, ბიზნესებს მოვუწოდოთ, რომლებსაც ძალიან დიდი პოპულარობა და დაფარვა აქვთ, რომელთა სიტყვასაც ძალიან ბევრი ისმენს. ჩემ გარშემო ძალიან ბევრი პოპულარული ადამიანია, რომელსაც აზრი ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებია მიმდინარე მოვლენების მიმართ. მინდა მათ მივმართო კიდევ ერთხელ – იმის მიუხედავად თუ რომელ პოლიტიკურ ძალას ეკუთვნით, მიუხედავად იმისა თუ როგორია თქვენი რწმენა ევროპულ მომავალზე, მიუხედავად იმისა თუ რამდენად გწამთ ღმერთი… მიუხედავად ყველაფრის, ვფიქრობ, შეუძლებელია ადამიანი უყურებდეს, ხედავდეს, გრძნობდეს და იყოს მონაწილე იმ ყველაფრის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და არ აღშფოთდეს და არ დავგმოთ ის ძალადობა, რომელიც დღეს ჩვენი ყოველდღიურობა გახდა“, – აცხადებს შალვა ახრახაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პაპუნა ლოცულაშვილის ძმა – ძალიან ცუდადაა, დასტრესილია, ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო, ფიზიკურადაც, მორალურადაც – ერთი, რაც მაინტერესებს: ჩემს ძმას მოუხსნან ბრალეულობა

დათო სიმონია: შსს-მ გორში რაც ქნა, ეგ არც გუშინ დაწყებულა და ვერც რამდენიმე პოლიციელის საჩვენებელი დასჯა უშველის. ეგაა სამთავრობო პოლიტიკა, რომელიც 2 წლის წინ, დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაკანონდა

მიხეილ სააკაშვილი – შიშვლდება ოპოზიციის დიდი ნაწილი ივანიშვილის წინაშე მოლაპარაკებების თხოვნით, პატიმართა შეწყალების ხვეწნით, არჩევნების იმედის გამოხატვით – უნდა შევწყვიტოთ მსხვერპლის და მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა