ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, მდინარე რიონზე, მოქალაქე გასაბერი ნავიდან აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური მოწყობილობისა და ე.წ. ჩოგან ბადის გამოყენებით ახდენდა თევზჭერას.
თევზჭერისას ასევე ელექტროშოკურ მოწყობილობას იყენებდა მოქალაქე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულში მხინარე კოხზე.
სამართალდამრღვევებს, ჯამში, 4 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი ჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული.
ვინაიდან ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.