ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იმერეთში ვანი - სამტრედიის დამშრობ მასივზე სამუშაოები მიმდინარეობს

იმერეთში ვანი - სამტრედიის დამშრობ მასივზე სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო სისტემების მოწესრიგების ფარგლებში, იმერეთში ვანი - სამტრედიის დამშრობ მასივზე სამუშაოებს ატარებს.
ამ დროისათვის, სამუშაოები სოფლებში - მთისძირსა და გომში მიმდინარეობს, სადაც ჯამში 5 კმ-ზე მეტი ქსელი იწმინდება.
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, არხისა და კოლექტორების გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და მიმდებარედ არსებულ საკარმიდამო ნაკვეთებს დატბორვისაგან დაიცავს.
ვანი-სამტრედიის დამშრობი მასივის რეაბილიტაცია მიზნად ისახავს სადრენაჟე ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას და სოფლის მეურნეობის პოტენციალის გაზრდას.
იმერეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, 12 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 15 265 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 3 385 ჰექტარია.
ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.