იმერეთსა და სამეგრელოში, ერთ თვეში, 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნოემბრის თვეში, იმერეთსა და სამეგრელოში, 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
3 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია ხონის მუნიციპალიტეტში. ხოლო, 6 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი ჩხოროწყუს, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლების საკარმიდამო ეზოებში დაილუქა.
“უკანონო სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 267 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და დაახლოებით 30 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი და ძელაკი”, – განმარტავს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
ავტორი: მაკა გოგებაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან