ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იმერეთის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა

იმერეთის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა

პოლიციამ, ნარკორეალიზაციის ფაქტზე, ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 2002 წელს დაბადებული ტ.ტ. დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, ნივმთტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ფაქტზე, ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 2002 წელს დაბადებული ტ.ტ. დააკავეს.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ ტ.ტ.-სგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველების მიერ ნივმთტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.