“იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ მი­მარ­თავს პრო­ვო­კა­ცი­ას, გა­მო­ი­ჩენს ელე­მენ­ტა­რულ ადა­მი­ა­ნო­ბას და მა­მას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნი­დან შვი­ლის და­სა­ტი­რად ბრუნ­დე­ბა, სა­ზღვარ­ზე შე­მო­უშ­ვებს ყო­ველ­გვა­რი დაბ­რკო­ლე­ბი­სა თუ ექ­სცე­სე­ბის გარე”

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა მათი თა­ნა­მებ­რძო­ლის ზაალ ლა­ტა­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და.

  • რო­გორც გი­ორ­გი ფარ­ცვა­ნია წერს, მა­მას შვი­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურს.

“ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლის, ზაალ ლა­ტა­რი­ას ოჯახს თავს და­ა­ტყდა უდი­დე­სი ტრა­გე­დია – გარ­და­იც­ვა­ლა მისი ქა­ლიშ­ვი­ლი, ლანა ლა­ტა­რია. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ზა­ალს, ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს ამ აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბელ და­ნაკ­ლისს.

იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ მი­მარ­თავს პრო­ვო­კა­ცი­ას, გა­მო­ი­ჩენს ელე­მენ­ტა­რულ ადა­მი­ა­ნო­ბას და მა­მას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნი­დან შვი­ლის და­სა­ტი­რად ბრუნ­დე­ბა, სა­ზღვარ­ზე შე­მო­უშ­ვებს ყო­ველ­გვა­რი დაბ­რკო­ლე­ბი­სა თუ ექ­სცე­სე­ბის გარე,“ – წერს გი­ორ­გი ფარ­ცვა­ნია.

  • ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს გი­ორ­გი მუმ­ლა­ძეც.

“სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ვე­ტე­რანს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა ომის მო­ნა­წი­ლეს, ამ­ჟა­მად კი უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ზაალ ლა­ტა­რი­ას გარ­და­ეც­ვა­ლა ქა­ლიშ­ვი­ლი ლანა ლა­ტა­რია

ვუ­სამ­ძიმ­რებთ ზა­ალს და მის ოჯახს ამ უდი­დეს ტრა­გე­დია

იმე­დია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას, ზა­ა­ლის მი­მართ ად­გი­ლი არ ექ­ნე­ბა არა­ნა­ირ პრო­ვო­კა­ცი­ას და შვილმკვდა­რი მამა უპ­რობ­ლე­მოდ გად­მოკ­ვეთს სა­ზღვარს, რათა და­ი­ტი­როს სა­კუ­თა­რი შვი­ლი “, წერს მუმ­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

სხვა დე­ტა­ლე­ბი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო