ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იმედი მაქვს, საგარეო მიმართულება შეიცვლება - რესან ქიქავას მოლოდინი

იმედი მაქვს, საგარეო მიმართულება შეიცვლება - რესან ქიქავას მოლოდინი

„ექსპო ჯორჯიას“ დირექტორის რესან ქიქავას განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანი დღეა ქვეყნისთვის. მისი მოლოდინით, ახალი ხელისუფლების პირობებში საგარეო მიმართულება შეიცვლება.
„ჩვენ გვყავდა სხვადასხვა ტიპის ხელისუფლება. იყო ხელისუფლება, რომლის დროსაც დაიწყო სამოქალაქო ომი, ბანდიტური ხელისუფლება, მოძალადე ხელისუფლება და ხელისუფლება, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ ყველა ჩვენს ძირითად პარტნიორთან დაეჭირა დისტანცია და იმ ცივილიზაციისგან, რომლისკენაც მივისწრაფვით, გადაეხვია.
იმედი მაქვს, რომ საგარეო მიმართულება შეიცვლება, ასევე, მომავალი ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს მოახერხებს იმას, რაც ვერავინ მოახერხა, რომ მეცნიერების, განათლების, ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში ინვესტიციები ჩაიდება“, - განაცხადა მან BMGTV-ის საარჩევნო ეთერში საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, ის პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს და მას, როგორც ბიზნესს ექნება პარტნიორული ურთიერთობა, მაგრამ იმედი აქვს, რომ ეს იქნება ნაბიჯი წინ და არა ნაბიჯი უკან.
„ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, მაგრამ ჩვენ გავიზარდეთ ლიტერატურულ ნაწარმოებზე, სადაც ნათქვამია, „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“; როცა ქართველს არჩევანი ჰქონდა ნაძრახ ცხოვრებასა და სიკვდილს შორის, ირჩევდა სიკვდილს, ვინაიდან ქართველისთვის მთავარი ღირებულება სიცოცხლე არ ყოფილა, ამიტომ მოვედით ალბათ აქამდე", - განაცხადა რესან ქიქავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.