ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"იმედი მაქვს, ევროპული ბიუროკრატია შეიცვლის საბჭოურ მეთოდებს" - გაეროში გამოსვლის შემდეგ, ნიუ-იორკიდან ირაკლი კობახიძემ გორში, კორძის კონცერტის გაუქმებაზე ილაპარაკა

"იმედი მაქვს, ევროპული ბიუროკრატია შეიცვლის საბჭოურ მეთოდებს" - გაეროში გამოსვლის შემდეგ, ნიუ-იორკიდან ირაკლი კობახიძემ გორში, კორძის კონცერტის გაუქმებაზე ილაპარაკა

ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის ის, რომ კონკრეტულ კონცერტს, ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი. როდესაც კულტურის ცენტრი უკულტურობას აფინანსებს და უკულტურობის მიღმა აფინანსებს ფაშიზმს, ეს არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად წარმოუდგენელი მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც Kordz-ის კონცერტის გადადებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა.

„ზუსტად ეს არის ის მეთოდები, რაზეც ქალბატონი გიგაური საუბრობდა - საბჭოური მეთოდები. ასეთი საბჭოური მეთოდებით ახლა მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია, რაც მართლა გამაოგნებელია, წარმოუდგენელია, როდესაც ფაშიზმის წამახალისებელ ადამიანს უორგანიზებ კონცერტს. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტია და ეს არის ნამდვილად ფაშიზმის წამახალისებელი, ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა. მე იმედი მაქვს, რომ სხვაგვარად წარიმართება პროცესები ევროპულ ბიუროკრატიაში და მომდევნო წლების განმავლობაში მთლიანად შეიცვლის თავის მეთოდებს, საბჭოურ მეთოდებს, ევროპული ბიუროკრატია,“- აღნიშნა პრემიერმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.