იმედი გვაქვს, რომ -ის ახალი ადმინსტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში დესტაბილიზაციის შეუქცევადი პროცესისთვის

იმედი გვაქვს, რომ -ის ახალი ადმინსტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში დესტაბილიზაციის შეუქცევადი პროცესისთვის
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პრანკერებმა, ანუ ტელეფონზე დამრეკავმა ამრევმა ადამიანებმა, ცნობილმა პირებმა დაურეკეს USAID-ის ყოფილ ხელმძღვანელს და მისგან მიიღეს აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ მილიარდობით თანხა, რაზეც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საუბრობს, იხარჯებოდა იმისათვის, რათა პროცესები ემართათ და ეს პროცესები იყო პოლიტიკური შინაარსის, კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებული და ეს ამოცანა საკმაოდ სერიოზულ შედეგებს ითვალისწინებდა,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. გიორგი ვოლსკის განცხადებით, არაერთი ათეული მილიონი დაიხარჯა არასამთავრობო სექტორის მიერ საქართველოში დესტაბილიზაციის განსახორციელებლად და იგი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აღნიშნულ საკითხსაც მიაქცევს ყურადღებას.
„როგორც უკრაინაში ვხედავთ რა ხდება, ასევე მოლდოვაში, ამ თემაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ აქედან არ უნდა გამოვრიცხოთ საქართველოს საკითხიც. რასაკვირველია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინსტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით ჩვენ, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში და ასევე არჩევნების შემდეგ, რათა ორგანიზებული ყოფილიყო დესტაბილიზაციის ეს პროცესი, ამ თანხებს იყენებდნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის იმისათვის, რომ ამუნიცია შეეძინათ დაეხარჯათ თანხები, რათა დესტაბილიზაციის პროცესს ჰქონოდა შეუქცევადი ხასიათი. ამ საკითხს დღეს იძიებს საქართველოს პროკურატურა“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება