“იმედი აქვთ სუს-ის უფროსის ცვლილებას უცხოელებთან კარგად „გაყიდიან“ –

სინამდვილეში არჩევნების სამინისტრო შექმნეს და ზუსტად ის კაცი დაუნიშნეს მინისტრად, რომელსაც ბოლოს ზუსტად ეს საქმე ჰქონდა დავალებული, საარჩევნოდ რეგიონების უზრუნველყოფა, – ასე ეხმაურება „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი რეგიონული სამინისტროს მინისტრად სუს-ის ყოფილი შეფის დანიშვნას.
მისივე თქმით, “ქართული ოცნებაში” იმედი აქვთ, რომ სუს-ის უფროსის ცვლილებას უცხოელებთან კარგად „გაყიდიან“.
„სინამდვილეში არჩევნების სამინისტრო შექმნეს, და ზუსტად ის კაცი დაუნიშნეს მინისტრად, რომელსაც ბოლოს ზუსტად ეს საქმე ჰქონდა დავალებული, საარჩევნოდ რეგიონების უზრუნველყოფა.
იმედი აქვთ სუს-ის უფროსის ცვლილებას უცხოელებთან კარგად „გაყიდიან“. არჩევნების შემდეგ, სადაც ოპოზიცია დაობდა იქ, ცვლილება განვახორციელეთო.
ოხანაშვილის გადანაცვლება მგონი ყველაზე მარტივად ასახსნელია, კობახიძეს აბარებს ბოლომდე ბიძინა სისტემას, მასვე კიდევ მთლიანად პასუხისმგებლობას, მასვე შეეცდება შეაწმინდოს ხელები ბოლომდე“, – წერს თინა ხიდაშელი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)