"იმედის" ყოფილი მფლობელის საჯარო აღიარება - ინტერვიუ, რომელმაც "პროპაგანდა ჩამოშალა" (ვიდეო)

"ქართულ ოცნების" მხარდამჭერმა ბიზნესმენმა, "ქართული ოცნების" პროპაგანდა ჩამოშალა - ასე აფასებენ, ირაკლი რუხაძის იმ განცხადებებს, რომელიც სანქცირებული იმედის ყოფილი მფლობელმა კაცმა ერთ-ერთ პოდკასტში გააკეთა.
რუხაძე პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში ფული არ შემოდის. არადა, წლებია ივანიშვილის გუნდი თავს იწონებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ეკონომიკური ზრდით. ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი განმარტავს, რომ რა მონაცემებსაც ვხედავთ, ეს რეალობას არ ასახავს.
რუხაძის ამ განცხადებების შემდეგ "ქართულ ოცნებაში" ლამის დაივიწყეს - "ვინ არის ირაკლი რუხაძე" - იკითხეს დღეს მმართველ გუნდში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.