ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იმედის ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

სამთავრობო ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ტელეკომპანიის ცნობით, გადამღებ ჯგუფებს ყვირილის, პირდაპირი ეთერის ჩაშლის მცდელობის, უცენზურო შეძახილებისა და სხვადასხვა ნივთების სროლის ფონზე უწევდათ მუშაობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციების გაშუქების დროს.
როგორც ტაბულას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 154 მუხლის 1 ნაწილით, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მის იძულებას გულისხმობს, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.