ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"იმედის" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას ტოვებს

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს. არხი იუწყება, რომ 1 თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა.

"ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს", - წერია არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.