ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„იმედის“ ეგზიტპოლით „ოცნება“ იგებს, „მთავარი არხის“ და „ფორმულის“ მიხედვით - ოპოზიცია - პირველადი შედეგები

„იმედის“ ეგზიტპოლით „ოცნება“ იგებს, „მთავარი არხის“ და „ფორმულის“ მიხედვით - ოპოზიცია - პირველადი შედეგები

ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლის ვადით რჩება, თუმცა საპირისპირო შედეგებს აჩვენებს „მთავარი არხისა“ და „ფორმულისთვის“ ჩატარებული კვლევები. ეს არ არის 20:00 საათის მონაცემები.
„იმედის“ ეგზიტპოლი „გორბმა“ ჩაატარა. ამ კვლევის მიხედვით:
· ქართული ოცნება - 56,1%;
· ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 11,6;
· კოალიცია ცვლილებისთვის - 12,6%;
· ძლიერი საქართველო - 7;
· გახარია საქართველოსთვის - 4,8;
· გირჩი - 3;
· პატრიოტთა ალიანსი - 2,2;
· სხვა - 2,7.
ცდომილების ზღვარი - 2,5%.
„მთავარი არხის“ დაკვეთით კვლევა ჩაატარა HarrisX-მა , რომლის მიხედვითაც:
· ქართული ოცნება - 42%;
· ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 13%;
· კოალიცია ცვლილებისთვის - 18%;
· ძლიერი საქართველო - 9%;
· გახარია საქართველოსთვის - 8%.
„ფორმულის“ დაკვეთით კი კვლევა ჩაატარა „ედისონ რისერჩმა“, რომლის მიხედვითაც:
· ქართული ოცნება - 40,9%;
· ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 16,7%;
· კოალიცია ცვლილებისთვის - 16,7%;
· ძლიერი საქართველო - 10,3%
· გახარია საქართველოსთვის - 8,2%;
· გირჩი - 2,3%;
· პატრიოტთა ალიანსი - 2%;
· ლეიბორისტული პარტია - 2%;
· სხვა - 0,9%.
ტექსტი განახლდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.