იმედია, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის – IRI-ის სადამკვირვებლო მისია საკუთარი საქმიანობის პრინციპებს დაუბრუნდება, პოლიტიკური მიკერძოებისა და დაკვეთის გარეშე იმოქმედებს

იმედია, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის – IRI-ის სადამკვირვებლო მისია საკუთარი საქმიანობის პრინციპებს დაუბრუნდება, პოლიტიკური მიკერძოებისა და დაკვეთის გარეშე იმოქმედებს
„ხალხის ძალის“ წევრი, , პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრას, სოციალურ ქსელში აფასებს.
მეგრელიშვილი გამოთქვამს იმედს, რომ IRI საკუთარი საქმიანობის პრინციპებს დაუბრუნდება და ოქტომბრის არჩევნებზე მიკერძოების გარეშე იმოქმედებს.
„ირაკლი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რანგში, მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემო იყო. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ახალ საარჩევნო კანონმდებლობას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობას და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს.
კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ ხელისუფლება მზადაა, წინა წლების მსგავსად, ყველაფერი გააკეთოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მზადყოფნა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ღია და აქტიური თანამშრომლობისთვის.
იმედია, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისია საკუთარი საქმიანობის პრინციპებს დაუბრუნდება, მიკერძოების გარეშე მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული იქნება და პოლიტიკური მიკერძოებისა და დაკვეთის გარეშე იმოქმედებს.
სხვა შემთხვევაში, წინა არჩევნების დროს ცალსახა ნაცოპოზიციური პოზიციის მსგავსად ახლაც წინასწარ დაკვეთილი მოქმედება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისათვის (IRI) დამღუპველი იქნება.” – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში