იმედია, როგორც ამერიკაში დაიწყო “დიფ სთეითის” დემონტაჟი, ასევე აუწყობს ფეხს ევროპა და გათავისუფლდება სოროსის სინდიკატისგან, თორემ მაკრონებისა და შოლცების იმპოტენტი მთავრობების შემხედველი კი ატყობთ საით მიექანებიან

იმედია, როგორც ამერიკაში დაიწყო “დიფ სთეითის” დემონტაჟი, ასევე აუწყობს ფეხს ევროპა და გათავისუფლდება სოროსის სინდიკატისგან, თორემ მაკრონებისა და შოლცების იმპოტენტი მთავრობების შემხედველი კი ატყობთ საით მიექანებიან
“წლები აშენებდა სოროსი ალტერნატიულ საზოგადოებებს მსოფლიო მასშტაბით ზოგან რევოლუციებით, ზოგან კულტურული ექსპანსიითა და სოციალური ექსპერიმენტებით”- წერს სოციალურ ქსელში პარტია “ხალხის ძალის” წევრი
ზურაბ ქადაგიძე და ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხმიანება, სადაც უნგრეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიუსელი ჯორჯ სოროსის ჯიბეშია.
ექსპერტის თქმით, სოროსის ფონდის შრომის შედეგია საქართველოში ფსევდო ლიბერალიზმი და ფეიკ მედიაც. მისი თქმით, ქართული საზოგადოებისთვის აუცილებელია ამ გავლენებისგან გათავისუფლება, ამას კი მსოფლიოში მიმდინარე პროცესები უზრუნველყოფს.
“ადრეც ვთქვი და გავიმეორებ – ჯორჯ სოროსი, მისი
ფონდები, არასამთავრობო თუ კორპორაციული ორგანიზაციები “დიფ სთეითის” ხილული მხარეა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სინდიკატებად იქსელებოდა მსოფლიო მასშტაბით.
ზოგან ჰუმანიტარულ მისიებად, ზოგან მსხვილ სოციალურ ფონდებად და ზოგან დემოკრატიის დისტრიბუტორად ევლინებოდა სხვადასხვა საზოგადოებებს.
წლები აშენებდა სოროსი ალტერნატიულ საზოგადოებებს მსოფლიო მასშტაბით ზოგან რევოლუციებით, ზოგან კულტურული ექსპანსიითა და სოციალური ექსპერიმენტებით.
ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის დღევანდელი მდგომარეობა, სწორედაც სოროსის შრომის ნაყოფია – “ფსევდო-ელიტა”, “ენჯეოკრატია”, სტერილური აზროვნება, გრანტებზე დახურდავებული პედაგოგიკა, მერკანტილიზმი და “ფეიკ-მედია”.
მოკლედ, ჩვენთვისვეა აუცილებელი მიმდინარე პროცესების გავლა, რადგან სამუდამოდ გათავისუფლდეს ქართული საზოგადოება ყველანაირი გავლენებისგან.
იმედია, როგორც ამერიკაში დაიწყო “დიფ სთეითის” დემონტაჟი, ასევე აუწყობს ფეხს ევროპა და გათავისუფლდება სოროსის სინდიკატისგან, თორემ მაკრონებისა და შოლცების იმპოტენტი მთავრობების შემხედველი კი ატყობთ საით მიექანებიან!”- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან