„იმედია, მალე ,,დაგნებდებათ” და ევროკავშირიც საბოლოოდ შეაჩერებს მის რიგებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს…“ – კახა მიქაია
პოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია სოციალურ ქსელში წერს:
„როგორც ხედავთ, ,,გლობალურმა ომის პარტიამ” (პენტაგონი) თავად გადაწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობების შეჩერება…
(ნუუ… მიზეზი, როგორც იტყვიან, ,,საინტერესო არ არის”!!!)
ვფიქრობ, აწი სულ არ დაგჭირდებათ ,,მეორე ვეშაპთან” ბრძოლა, ,,პირველი ვეშაპი”(რუსეთი) ხომ თქვენი ჭკუით უკვე ,,დაამარცხეთ” და აჰა, დაგიფასდათ, მეორემ თავად დატოვა ბრძოლის ველი…
იმედია, მალე ,,დაგნებდებათ” და ევროკავშირიც საბოლოოდ შეაჩერებს მის რიგებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს…
ასე რომ, ქოცებო, არ შეჩერდეთ და გააგრძელეთ ქვეყნის ,,ბოსტანიზაციის” ,,საშვილიშვილო” საქმე… რუსეთის ჩრდილქვეშ
,,ღ ი რ ს ე უ ლ ი”
არსებობისთვის…“
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.