ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იმდენად აბსურდულია, რომ ოპოზიციაშიც კი არანაირი გამოხმაურება და მხარდაჭერა არ აქვს - გივი მიქანაძე ე.წ. სუპერ პაკის შესახებ, რომელიც ოპოზიციას სააკაშვილმა შესთავაზა

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნას პოლიტიკოსები ეხმიანებიან.
ახალი ოპოზიციური გაერთიანების შესახებ წინადადებას, არასერიოზულად აღიქვამენ მმართველ გუნდში.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, სააკაშვილის ინიციატივას ოპოზიციურ სპექტრშიც კი არ აღიქვამენ სერიოზულად.
"იდეები, რომელსაც ის ერთი-მეორეს მიყოლებით ავრცელებს, იმდენად აბსურდულია, რომ ოპოზიციაშიც კი არანაირი გამოხმაურება და მხარდაჭერა არ აქვს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.