,,იმას, რაც კახეთში ხდება, უკვე კატასტროფაც აღარ ჰქვია“ – დავით ჩუთლაშვილი

ბლოგერი დავით ჩუთლაშვილი:

,,იმას, რაც კახეთში ხდება, უკვე კატასტროფაც აღარ ჰქვია. ეს რაღაც ბევრად უფრო მეტია. ეს არის ენითაუწერელი საშინელება. სახლების ნახევარი უბრალოდ ცარიელია. ცარიელია მოვლილი, გარემონტებული, კეთილმოწყობილი სახლები. არავინ აღარ ცხოვრობს იქ. მთელი უბნებია უკაცრიელი და მიტოვებული, სადაც კაციშვილის ჭაჭანება აღარ არის. ნავენახარი ადგილები შამბს, ძეძოს, მაყვალს და კატაბალახას მიაქვს.

ჰოდა, მე არ ვიცი, ვინ რისთვის დგას რუსთაველზე და ვინ რისთვის იბრძვის, მაგრამ მე ვიბრძვი ქართველი ერის გადაშენების წინააღმდეგ, რაც უკვე დიდი ხანია, რაც დაწყებულია. აღარ მინდა ამ ცარიელი, უდაბური და უკაცრიელი სახლების ყურება. აღარ მინდა ნავენახარი ადგილების ყურება. ყველას, ვინც ვერ ხედავთ, რა უბედურებაც ჩვენს თავს ტრიალებს და მართლა ორი კაპიკის გამო თვალს ხუჭავთ ამ უკანონო რუსული რეჟიმის მიერ ჩვენი ქვეყნის დაქცევასა და გაპარტახებაზე, აუცილებლად შეგრცხვებათ საკუთარი შვილებისთვის თვალებში ჩახედვის, შვილებისა, რომლებსაც მომავალს ართმევთ.“

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად