ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის ჩინეთში მიმდინარე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო დღის წესრიგი და ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული დიალოგის, ურთიერთნდობისა და რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელობას.
ამასთან, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა ვაშინგტონის ბოლო სამიტის დროს მიღებულ დადებით იმპულსს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო მხარდაჭერა მშვიდობისა და ნორმალიზაციის პროცესის წინსვლის მიმართ.
მხარეები შეხვედრაზე კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო