ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილჰამ ალიევი: საფრანგეთში ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ცდილობს, იყოს თავად სომხებზე უფრო მეტი სომეხი

ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ აზერბაიჯანს უსაფუძვლო ბრალდებები წაუყენა, თუმცა ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს, რადგან აზერბაიჯანმა ჩაატარა ანტიტერორისტული ოპერაცია სეპარატისტებისა და ოკუპანტების წინააღმდეგ საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთი დასავლური ქვეყანა და ტრადიციულად, საფრანგეთი ამ მდგომარეობასთან შეგუებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება უკვე ხედავს, რომ სომხეთიც კი შეეგუა ამ მდგომარეობას.

„საფრანგეთში ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ცდილობს, იყოს თავად სომხებზე უფრო მეტი სომეხი, მაგრამ მათაც მოუწევთ ამ ვითარებასთან შეგუება“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.