ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილჰამ ალიევის თქმით, ერევანი დათანხმდა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის 80 პროცენტს

ილჰამ ალიევის თქმით, ერევანი დათანხმდა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის 80 პროცენტს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და სომხეთი შეთანხმდნენ სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის 80 პროცენტზე.
„სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება შეგვიძლია“ - განაცხადა ალიევმა ჩერნობიოს 50-ე საერთაშორისო ფორუმზე, იტალიაში და დასძინა, რომ ორმა ქვეყანამ დაიწყო საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ
ფაშინიანმა ახლახან განაცხადა, რომ პროექტის 17-დან 13 პუნქტზე შეთანხმება მიღწეულია.
ბაქო კვლავ მოითხოვს, რომ სომხეთის კონსტიტუციიდან ამოღებული იყოს მთიანი ყარაბაღის ხსენება.
საერთაშორისო სამართლით თავის კუთვნილ რეგიონზე, რომელიც ეთნიკური სომხებით იყო დასახლებული და რომელსაც რამდენიმე ათწლეული სომხური ძალების აკონტროლებდნენ, აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა 2023 წელს ხანმოკლე ომის შედეგად.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.