ილჰამ ალიევის განცხადებით, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, თუ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდება

მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, თუკი აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის პრეტენზიებს ბოლო მოეღება და სომხეთის კონსტიტუციასა და სხვა მარეგულირებელ და სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებები განხორციელდება, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დე ფაქტო მშვიდობა უკვე არსებობს და რამდენიმე თვეა, რაც ორი ქვეყნის საზღვარზე მშვიდობიანი ვითარება სუფევს, მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების დასრულება.
ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან ანექსიის და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესახებ და ეს დოკუმენტი ასევე მოხსენიებულია სომხეთის კონსტიტუციაშიც.
ალიევის განმარტებით, სომხეთის სხვა იურიდიული დოკუმენტები ასევე შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და ბევრ კონვენციასა და სხვა დოკუმენტში, რომელსაც სომხეთი შეუერთდა, არის უამრავი დათქმა, რომელიც ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტს არ ცნობს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, „თუ ამ პრეტენზიებს ბოლო მოეღება და სომხეთის კონსტიტუციასა და სხვა მარეგულირებელ და სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებები განხორციელდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება