პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილონ მასკს მე-14 შვილი შეეძინა

ილონ მასკს მე-14 შვილი შეეძინა

Tesla-ს დამფუძნებელს, მილიარდერ ილონ მასკს მეთოთხმეტე შვილი შეეძინა. როგორც ბავშვის დედამ, შივონ ზილისმა, X-ზე დაწერა, ზილისსა და 53 წლის მასკს ერთად ოთხი შვილი, ორი ვაჟი და ორი გოგონა ჰყავთ. პოსტი მასკმა "დააგულა"
"ილონთან საუბრის შემდეგ, ვფიქრობთ, უკეთესია თუ პირდაპირ გამცნობთ ჩვენი მშვენიერი და გასაოცარი ვაჟის, სელდონ ლიკურგუსის დაბადება", - წერს ზილისი.
შივონ ზილისი ილონ მასკის ერთ-ერთი კომპანიის, Neuralink-ის დირექტორია, წყვილს ტყუპები 2021 წელს შეეძინათ, რამდენიმე კვირის შემდეგ კი მასკსა და მუსიკოს კლერ ბუჩერს, იგივე გრაიმსს, სუროგატის დახმარებით პირველი გოგონა გაუჩნდათ. ბუჩერთან მასკს სამი შვილი ჰყავს, ვაჟები: X Æ A-12 და ტექნო მექანიკუსი და გოგონა: ექსა დარკ საიდრილი.
მასკის მეცამეტე შვილი, R.S.C. ხუთი თვის წინ დაიბადა. ილონ მასკი R.S.C.-ის მეურვეობის საკითხზე სასამართლოს წინაშე, სავარაუდოდ, 29 მაისს წარდგება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.