ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილონ მასკი 2027 წელს შეიძლება ტრილიონერი გახდეს

ილონ მასკი 2027 წელს შეიძლება ტრილიონერი გახდეს

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ელონ მასკი შესაძლოა გახდეს მსოფლიოში პირველი ტრილიონერი.
ამ დასკვნამდე მივიდა Informa Connect Academy - კვლევითი ჯგუფი, რომელიც მეთვალყურეობს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონებების.
მასკის წმინდა ქონება ახლა 251 მილიარდ დოლარს შეადგენს და ყოველწლიურად დაახლოებით 110%-ით იზრდება. ამრიგად, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ 2027 წლისთვის ტრილიონს მიაღწევს.
ტრილიონერობის მეორე კანდიდატი მასკის შემდეგ არის ინდოელი ბიზნესმენი გაუტამ ადანი, Adan Group-ის თანათავმჯდომარე, რომელიც მართავს პორტებსა და აეროპორტებს, ენერგეტიკულ და სამთო საწარმოებს. თუ მისი კომპანიები გაიზრდება იმავე ტემპით, როგორც ახლა - 123%-ით წელიწადში - მისი ქოლნება 2028 წელს მიაღწევს ტრილიონს.
Informa Connect Academy-ის პროგნოზების მიხედვით, 2030 წლისთვის ასევე შეიძლება გახდნენ ტრილიონერები Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, ინდონეზიელი ენერგეტიკული მაგნატი პრაჯოგო პანგესტუ, LVMH ჰოლდინგის ხელმძღვანელი ბერნარ არნო და Meta-ს ხელმძღვანელი მარკ

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.