ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილონ მასკი „ფეისბუქისა“ და „ინტაგრამის“ გათიშვას თავის სოციალურ ქსელში ეხმაურება - თუ ამ პოსტს კითხულობთ, ეს იმიტომ, რომ ჩვენი სერვისები მუშაობს

„ფეისბუქისა“ და „ინტაგრამის“ გათიშვას ილონ მასკი თავის სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება და სახალისო ფოტოსაც ავრცელებს.
„თუ ამ პოსტს კითხულობთ, ეს იმიტომ, რომ ჩვენი სერვისები მუშაობს“, – წერს მასკი.
სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ არ მუშაობს. მომხმარებლებს სოციალური ქსელი დაახლოებით ერთი საათის წინ გაეთიშათ. „მეტაში“ აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.