არქივი10 თებერვალი, 2025, 08:40
ილონ მასკი „რადიო თავისუფლებასა“ და „ამერიკის ხმაზე“ - მათ აღარავინ უსმენს, დახურეთ ისინი

ამერიკელი ბიზნესმენის და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, მედია კორპორაციები - „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ უნდა დაიხუროს. შესაბამისი განცხადება მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.
„დიახ, დახურეთ, მათ აღარავინ უსმენს. ესენი მხოლოდ რადიკალი მემარცხენე შეშლილები არიან, რომლებიც საკუთარ თავს ელაპარაკებიან და ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა 1 მილიარდ დოლარს წვავენ წელიწადში“, - წერს მასკი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.